კორონავირუსის გამო ლაგოდეხში საბავშვო ბაღი დაიკეტა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კორონა ვირუსის ბრიტანული შტამის სწრაფი გავრცელების გამო, ბაგა- ბაღი დაიკეტა. კოვიდ- 19 ბაღში, პედაგოგს დაუდასტურდა, რომელიც კორონავირუსის ყველაზე დიდი, მრევლის კლასტერის კონტაქტად ითვლება.
ლაგოდეხის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ხელმძღვანელის, თამარ ბაღაშვილის განმარტებით, თვით იზოლაციაში გადავიდნენ, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პედაგოგებიც.
” ბაღი დაიკეტა და სააღმზრდელო პროცესი ონლაინ- რეჟიმში გადავიდა. თვითიზოლაციაში იქნება რამდენიმე პედაგოგიც, თუმცა, ამ დროისთვის, არცერთ მათგანს სიმპტომები არ აღენიშნება”- განაცხადა ბაღაშვილმა.
დაკეტილ ბაგა-ბაღში 120 აღსაზრდელია რეგისტრირებული.
ლაგოდეხში კორონავირუსის შემთხვევებმა სწრაფი მატება, 8 აპრილიდან დაიწყო მატება.
დღევანდელი მდგომარეობით, დისტანციურ სწავლებაზეა გადასული რამდენიმე საჯარო სკოლა.
ონლაინ- რეჟიმში მუშაობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო, სადაც ვირუსი 6 თანამშრომელს დაუდასტურდა.
კორონა ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაშიც.
პაციენტების რიცხვი იზრდება არქიმედეს ლაგოდეხის კოვიდ კლინიკაშიც, სადაც უკვე 40 პაციენტი მკურნალობს.
სპეციალისტების განმარტებით, დადასტურებული შემთხვევების უმრავლესობა, კორონავირუსის, ეგრეთწოდებული ბრიტანული შტამია.