მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონი

ევა ლომთაძე: ვიდეოებში ხალხს რომ ქუჩებს არეცხვინებდით ლაგოდეხში, დღეს რა ხდება?

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი რეგიონული ლიდერი ევა ლომთაძე, ფეისბუქით ლაგოდეხის მუნიცილიტეტის მერს ჯონდო მდივნიშვილს მიმართავს და კოვიდსტატისტიკის ინფორმაციას სთხოვს.

“ლაგოდეხთან დაკავშირებით ვინმე მთავრობიდან გააკეთებს ინფორმაციას კოვიდის ასე გავრცელების თაობაზე?  ხელისუფლებავ, რა გეგმა გაქვთ, სტატისტიკური მონაცემები მაინც განათავსეთ მუნიციპალიტეტის გვერდზე. ბატონო მერო,წინაზე რომ ხალხს ქუჩებს არეცხვინებდით ლაგოდეხში, ეს მაშინ, როცა ერთი დადასტურებული შემთხვევაც არ იყო და თქვენს საპიარო ვიდეო ჩართვებს დებდით, ხვდებით, მაინც რა ხდება დღეს ამ პატარა ქალაქში?”- წერს ლომთაძე.

მოუსმინეთ ევა ლომთაძის ჩართვას ახალ ამბებში

ლომთაძის ამ განცხადებას ჯერ-ჯერობით არ გამოხმაურებია მდივნიშვილი.

ჰერეთის ინფორმაციით, 13 აპრილს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი, კორონავირუსის მომატებული შემთხვევებია.

კოვიდ-19-ით დაავადდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ეკლესიის შემთხვევებთან კავშირში მყოფი ხუთი თანამშრომელი.

საკრებულოს თავმჯდომარე, კახა ჯამბურია განმარტავს, რომ დაწესებულების ყველა თანამშრომელი 72 საათიანი ინტერვალით ტესტირებას დაექვემდებარა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კორონა ვირუსის კლასტერის ჩამოყალიბება, ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას უკავშირდება.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ეკლესიის მსახური პირი, ოჯახის სამ წევრთან ერთად არის ინფიცირებული.

შეგახსენებთ, ლაგოდეხში კორონა ვირუსით ინფიცირებულთა 48 კაციანი კლასტერი ჩამოყალიბდა.
შექმნილი ვითარების გამო,მუნიციპალიტეტში გაფართოებული ტესტირება დაიწყო.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კოვიდინფექცია ლაგოდეხში დაუდასტურდა 1659 ადამიანს, გამოჯანმრთელებულია 1 452 და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა სამია. რაც შეეხება აქტიურ მკურნალობაზე მყოფებს, მათი რიცხვი შეადგენს 227-ს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაფიქსირებული ინფექციის დიდი ნაწილი ბრიტანული შტამის სახეობისაა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაგოდეხის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილე გიორგი გოზალშვილის განცხადებით, მსგავსი სახეობის ვირუსი ბოლო დროის განმავლობაში არა მარტო ლაგოდეხში, მთელი ქვეყნის ტერიტოორიაზე ვრცელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button