სპორტი

კვარაცხელია მიმდინარე სეზონს გამოეთიშება

რუსეთის პრემიერლიგის 26-ე ტურში „ურალთან“ სტუმრობის დროს რუბინის ნახევარმცველი კონტაქტის გარეშე დაშავდა.

მატჩის 32- ე წუთზე, როცა ხვიჩა კვარაცხელია კონტრშეტევას იწყებდა, მინდორზე დაეცა და ის სათამაშო არეალიდან მხოლოდ ექიმების დახმარებით გაიყვანეს

ყაზანური პრესა იუწყება, რომ ფეხის კუნთის მძიმე დაზიანება აქვს მიღებული და მის მკურნალობას თვენახევარი მაინც დასჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 20 წლის ქართველი ვინგერი რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონს მთლიანად გამოტოვებს.

პრემიერლიგაში წელს ხვიჩამ 23 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი 5-ჯერ დასახელდა, რაც რუსეთის პრემიერლიგის ფეხბურთელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button