Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხში მსხვერპლით დასრულდა

1 938

ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
შემთხვევა გურჯაანი-აფენის გზაზე, სოფელ გუჯარეთთან მოხდა.

ტრაილერის ტიპის ავტომანქანა მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი, ადგილზე გარდაიცვალა,მეორე საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.

სამი დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის საავადმყოფოში გადაიყვანა.
რა გახდა მძიმე ავარიის მიზეზი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი