შარლ მიშელი პოლიტიკურ მხარეებს პარლამენტში შეხვდა

ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში შეხვდა
შეხვედრას საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ის პარტიები ესწრებოდნენ, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს მოაწერეს ხელი :”სტრატეგია აღმაშენებელი”, “ლელო”, “გირჩი” და “გირჩი-მეტი თავისუფლება”,” რესპულიკური პარტია”, “მოქალაქეები”, “ევროპელი სოციალისტები” და “ქართული ოცნება”. ასევე შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ინდივიდუალური ხელის მომწერები: დავით ბაქრაძე, სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი.
შარლ მიშელი საქართველოში დღეს, 20 აპრილს ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.
დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.
მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი.
- ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს.
- რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი – 0%-დან 2%-მდე.
- და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.