Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ახლადშექმნილი სუპერლიგა დაშლის პირასაა. პრემიერლიგის 6-ვე კლუბმა ტურნირიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო

50

ანიელის და პერესის მიერ მაღალანაზღაურებადი კლუბებისგან შექმნილი ახალი სუპერლიგა ინგლისის ჩემპიონატის 6-ვე გრანდმა დატოვა.

ფიფას და უეფას კრიტიკას და მოსალოდნელ სანქციებს ვერ გაუძლო მანჩესტერ იუნაიტედმა, მანჩესტერ სიტიმ, არსენალმა, ტოტენჰემმა, ჩელსიმ და ლივერპულმა. გუნდებმა ინფორმაცია საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ გულშემატკივარს, ვებ-გვერდების საშუალებით ამცნეს.

ტურნირზე მონაწილეობის გაგრძელებას ამ დროის მონაცემებით 3 იტალიური და 3 ესპანური კლუბი გეგმავს. მადრიდის რეალი, ბარსელონა, მადრიდის ატლეტიკო, ინტერი, იუვენტუსი და მილანი სუპერლიგაში რჩებიან.

ფეხბურთის სამყაროში თითქმის 20 წელია ამ პროექტის პერსპექტივაზე საუბრობენ, თუმცა თუ რატომ გახდა საჭირო ახლა ამის გაკეთება, – პასუხი ერთია: პანდემიის გამო დიდი კლუბები გაკოტრების ზღვარზე მივიდნენ. სატრანსფერო ფასებმა აიწია და გასავალი ბევრად მეტი ქონდათ, ვიდრე შემოსავალი.

ახალი ტურნირი 5 ან 10 წლის შემდეგ რომ დაარსებულიყო, ალბათ ასეთი მტკივნეული არ იქნებოდა. ახლა კი მიდის ბრრძოლა იქამდე, თუ რომელ მხარეს ეყოფა ადამიანური და ფინანსური რესურსი.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი