მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

შარლ მიშელმა საქართველო დატოვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველო დატოვა. შარლ მიშელი საქართველოში გუშინ, 20 აპრილს ჩამოვიდა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. ასევე მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ნაწილს. როგორც მან საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა პოლიტიკური პარტიების მხრიდან შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერა მნიშვნელოვანი მიღწევაა.

შეგახსენებთ, დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი.

  • ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს.
  • რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი – 0%-დან 2%-მდე.
  • და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

ისტორიული შეთანხმების შემდეგ საქართველოში შარლ მიშელს ელოდებიან

ნახეთ დეტალურად რა წერია შეთანხმების ახალ დოკუმენტში

 

მსგავსი პოსტები

Back to top button