მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მოძრაობა “სამეგრელოს ხმა”ზუგდიდის მერს სასამართლოში უჩივის

სამოქალაქო მოძრაობა ,,სამეგრელოს ხმის” ხელმძღვანელმა თენგიზ ჯგუშიამ ზუგდიდის მერის გეგა შენგელიას წინააღმდეგ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

საქმე ეხება ე.წ. კომბინატის უბანში ცემენტის ქარხის მშენებლობას. ჯგუშიას თქმით, მშენებლობა დასახლებულ ადგილას იგეგმება, რასაც მწვანე შუქი ზუგდიდის მერმა აუნთო.

,,დასახლებულ პუნქტში, სადაც მჭიდრო დასახლებაა, ზუგდიდის მერიამ და უშუალოდ ზუგდიდის მერმა კომპანიას ცემეტის ქარხნის მშენებლობის უფლება მისცა. როგორც მოსახლეობა ისე მე, უფლებას არ მივცეთ მშენებლობის გაგრძელების, რადგან ეს გამოიწვევს ეკოლოგიურ კატასტროფას,”- განაცხადა ჯგუშიამ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ზუგდიდის მერიაში ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button