მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
თბილისის მერობის კანდიდატი “ოცნებიდან”კახი კალაძე იქნება-პაპუაშვილი

თბილისის მერობის კანდიდატად „ქართული ოცნება“ კვლავ კახი კალაძეს დაასახელებს , ამის შესახებ განცხადება მმართველი პარტიიდან შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
პაპუაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, არჩილ თალაკვაძის თბილისის მერობის კანდიდატად დასახელების შესახებ.
“არჩილ თალაკვაძის მერობაზე ინფორმაცია მცდარია, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატი მერობისთვის. რა თქმა უნდა, კანდიდატი კახა კალაძე იქნება – ამბობს პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა თალაკვაძემ 24 აპრილს დატოვა. მის შემცვლელად კახა კუჭავაა წარდგენილი.მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არჩილ თალაკვაძე შესაძლოა “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატად დასახელებულიყო.