Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ლეგენდარული მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა

290

ქართული კინოსა და თეატრის ბუმბერაზი ვარსკვლავი, ყველასათვის საყვარელი მსახიობი კახი კავსაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

კახი კავსაძე თბილისში დაიბადა. მისი დაბადების შემდეგ მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ ტყიბულში. მამამისი, ლოტბარი დავით კავსაძე 1941 წელს მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. ის წითელი არმიის 224-ე მსროლელთა ბრიგადაში მსახურობდა, როდესაც ტყვედ ჩავარდა. ქართველ ტყვეთა ბანაკში დაინიშნა ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელად.

ომის შემდეგ, 1946 წლის 10 იანვარს საბჭოთა ხელისუფლებამ დავით კავსაძე დააპატიმრა და წაუყენა ბრალდება – სამშობლოს ღალატი ჩადენილი სამხედრო პირის მიერ. გადაასახლეს სვერდლოვსკის ოლქში, სადაც ის გარდაიცვალა.

კახი კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი შედგა 50–იანი წლებიდან, არის საქართველოს სახალხო არტისტი (1981), ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი (1989).

ფილმოგრაფია:

  • ცნობილია პირადად (1957) ყარაჩოღელი
  • საუკუნის ხნის (რუს) ლადო
  • ეშმაკის ბორბალი (რუს) (1961) ქართველი
  • 1965: „ჯილდო“ (მუშა) რეჟ. გიორგი შენგელაია
  • 1966: „მაცი ხვიტია“ (ჯამლეტი-ბატონიშვილი) რეჟ. გიორგი შენგელაია
  • Годен к нестроевой (1968) ვახტანგ სხირტლაძე
  • 1968: „ფერიცვალება“ რეჟ. ლანა ღოღობერიძე
  • უდაბნოს თეთრი მზე (რუს) (1969) აბდულა შავი
  • 1970: „გოგონა და ჯარისკაცი“ რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
  • 1971: „სამკაული სატრფოსთვის“ (ზაური) რეჟ. თენგიზ აბულაძე
  • 1972: „ნერგები“ (დავითი) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
  • 1973: „ლაზარეს თავგადასავალი“ (დიაკვანი) რეჟისორები ქართლოს ხოტივარი, რამაზ (ბუბა) ხოტივარი
  • 1973: „წკიპურტები“ (თანამშრომელი) რეჟ. რეზო ესაძე
  • 1973: „მოვდივართ და მოვიმღერით“ (ყაჩაღი) რეჟისორები ნელი ნენოვა, გენო წულაია
  • 1973: „მთვარის მოტაცება“ რეჟ. თამაზ მელიავა
  • 1973: „მზე შემოდგომისა“ (სამსონი) რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
  • 1973: „ვერის უბნის მელოდიები“ (ინოჩენცი) რეჟ. გიორგი შენგელაია
  • 1975: „ბორანი“ რეჟ. გენო ხოჯავა
  • 1975: „ივანიკა და სიმონიკა“ (დიაკვანი) რეჟ. პავლე ჩარკვიანი
  • 1975: „ნიძლავი“ რეჟ. რამაზ შარაბიძე
  • 1975: „შაბათ საღამოს“ რეჟ. რამაზ შარაბიძე
  • 1975: „თერმომეტრი“ რეჟ. რამაზ შარაბიძე
  • 1975: „სამი მანეთი“ რეჟ. რამაზ შარაბიძე
  • 1975: „ერთი ნახვით შეყვარება“ (სელიმი, მურადის ბიძა) რეჟ. რეზო ესაძე
  • 1975: „კიბე“ რეჟ. რევაზ ჭარხალაშვილი
  • 1975: „ღვინის ქურდები“ (ელიბო) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
  • 1975: „მოხეტიალე რაინდები“ (ყვავილების გამყიდველი) რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
  • 1975: „აურზაური სალხინეთში“ (საშიკო) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
  • 1976: „დილის ნისლივით“ (გურამ ბეგიაშვილი) რეჟ. გენო ხოჯავა
  • 1976: „ნატვრის ხე“ (იორამი) რეჟ. თენგიზ აბულაძე
  • 1976: „ქალაქი ანარა“ რეჟ. ირაკლი კვირიკაძე
  • 1977: „სამი სასიძო“ რეჟ. რევაზ ჭარხალაშვილი
  • 1977: „მწვერვალის დამპყრობნი“ რეჟისორები რევაზ (რეზო) გაბრიაძე, ამირან დარსაველიძე
  • 1977: „ესკულაპეს მოწაფე“ რეჟ. ოთარ აბესაძე
  • 1978: „შესვენება“ რეჟ. ბაადურ წულაძე
  • 1978: „ყვარყვარე“ (ტიტე ნატუტარი) რეჟ. დევი აბაშიძე
  • 1979: „Дюма на Кавказе“ („დიუმა კავკასიაში“) (რუს) რეჟ. ჰასან ხაჟკასიმოვი
  • 1979: „მეცამეტე გოჭი“ რეჟ. რევაზ ჭარხალაშვილი
  • 1980: „მშობლიური ჩემო მიწავ! (რაიკომის მდივანი)“ რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
  • 1980: „წარმატება (იღბალი)“ რეჟ. ბაადურ წულაძე
  • 1980: „თბილისი, პარიზი, თბილისი“ (მანუჩარი) რეჟ. ლეილა აბაშიძე
  • 1980: „სიყვარული ყველას უნდა“ (კოლა) რეჟისორები მიხეილ ჭიაურელი (უმცროსი), გიორგი შენგელაია
  • 1981: „ცხელი ზაფხულის სამი დღე“ (სულხანი) რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი
  • 1982: „მიიღეთ გამოწვევა სენიორებო!“ (რიპაფრატა-კავალერი) რეჟ. კონსტანტინე (კოტე) სურმავა
  • 1982: „დიმიტრი II“ (კათოლიკოსი) რეჟ. რამაზ (ბუბა) ხოტივარი
  • 1983: „წიგნი ფიცისა“ რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, ამირან დარსაველიძე
  • 1983: „ბანდიტები აგურის ქარხნიდან“ (ქარხნის დირექტორი) რეჟ. გიორგი (გია) მატარაძე
  • 1983: „გმადლობთ რატილი“ რეჟ. გიორგი კალატოზიშვილი
  • 1984: „ქართველები ცაში“ (მგზავრი) რეჟ. ომარ გვასალია
  • 1984: „მონანიება“ (მიხეილ კორეშელი) რეჟ. თენგიზ აბულაძე
  • 1984: „უკვდავების თეთრი ვარდი“ რეჟ. ნანა მჭედლიძე
  • 1984: „სანამ წვიმა გადაივლიდეს“ რეჟ. ქეთი დოლიძე
  • 1985: „ბატონი ავანტიურისტები“ (ბუჭა ღვინერია) რეჟ. ბიძინა ჩხეიძე
  • 1988: „დანაშაული მოხდა“ (ანდრო) რეჟ. ნანა მჭედლიძე
  • 1989: „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (დონ კიხოტი) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
  • 1989: „ბესამე“ (მაესტრო) რეჟ. ნინო ახვლედიანი
  • 1989: „მარტოხელა მონადირე“ (ვახტანგი) რეჟ. ქეთი დოლიძე
  • 1991: „სიბრძნე სიცრუისა“ (ძროხისკუდიანი გლეხი) რეჟ. ნანა ხატისკაცი
  • 1991: „მე, პელეს ნათლია“ (ლადო) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი (უმცროსი)
  • გაქცევა ქვეყნის კიდემდე (რუს) (1991) მოსიარულე ცირკის მეპატრონე
  • მეფე ივანე მრისხანე (1991) ივანე მრისხანე
  • 1992: „ოქროს ობობა“ (ჩეჩე) რეჟისორები მიხეილ ანთაძე, გიორგი (გოგი) ქავთარაძე, დავით კვირცხალია
  • ჯამბაზის შურისძიება (1993)
  • შაილოკი (1993) შაილოკი
  • 1994: „იავნანა“ (ქეთოს ბაბუა) რეჟ. ნანა ჯანელიძე
  • 1995: „შიში“ (სკოლის დირექტორი) რეჟ. ზაურ სავანელი
  • 1996: „ორფეოსის სიკვდილი“ (ელიზბარი) რეჟ. გიორგი შენგელაია
  • 1996: „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ (პრეზიდენტი) რეჟ. ნანა ჯორჯაძე
  • 1997: „სამოთხის გვრიტები“ (ბრიგადირი) რეჟ. გოდერძი ჩოხელი
  • 1999: „მიჯაჭვული რაინდები“ (დონ კიხოტი) რეჟ. გოდერძი ჩოხელი
  • 2000: „ნუცას სკოლა“ (მღვდელი) რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი
  • კიდობანი (რუს) (2001)
  • მემკვიდრეები (რუს) (2001) გამომცემელი დაბით ხოტივარი
  • გრაფი კრესტოვსკი (რუს) (2004) ტიმო შარია
  • მემკვიდრეები 2 (რუს) (2005) გამომცემელი დაბით ხოტივარი
  • 2005: „მიდიოდა მატარებელი“ (ლენსტანბერი) რეჟ. გიორგი შენგელაია
  • 2006: „Золотой телёнок“ ოქროს კერპი (რუს) (გიგინეიშვილი) რეჟ. ულიანა შილკინა
  • 2009: „თბილისური Love Story“ (ნიკა) რეჟ. ირაკლი ჩხიკვაძე
  • 2011: „ნეტავი იქ თეატრი არის?!“ (დოკუმენტური) რეჟ. ნანა ჯანელიძე
  • 2011: „ღვინის აკვანი“ (დოკუმენტური) რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი
  • კადრები კოსმოსში (2009) რეჟ. შოთა კალანდაძე
  • ჩემი თეატრი (2013) დოკუმენტური რეჟ. შოთა კალანდაძე
  • 2013: „ძმა“ რეჟისორები თეონა მღვდელაძე-გრენადე, ტიერი გრენადე
  • 2013: „შემთხვევითი პაემნები“ რეჟ. ლევან კოღუაშვილი
  • „ფანი არდანი თბილისში“ (2013) (დოკუმენტური), რეჟ. შოთა კალანდაძე
  •  „მხატვრის მუზები“ (2014) რეჟ. შოთა კალანდაძე
  • „ძვირფასი ცოლი“ (2014) რეჟ. შოთა კალანდაძე

აღსანიშნავი თეატრალური როლებია: ადამი ( „ღვთაებრივი კომედია“ ), თავადი კოწია ( „გუშინდელნი“ ), დევდარიანი ( „საბრალდებო დასკვნა“ ), ილიკო ( „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ ), სიმონ ჩაჩავა ( „კავკასიური ცარცის წრე“ ), ლორდ ჰასტინგსი ( „რიჩარდ III“ ), კენტი ( „მეფე ლირი“ ), რასპუტინი ( „კვაჭი კვაჭანტირაძე“ ), ბატონი დევი („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“).

2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით დააწვინეს და მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი