მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა შეიწყალა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია მთავარი არხის ერთ-ერთი მფლობელი გიორგი რურუა შეიწყალა, რომელსაც ამ დრომდე ოპოზიცია პოლიტპატიმრად თვლის.

ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი დღეს, 27 აპრილს გამოსცა.

“მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს!”. – განაცხადა მან.

სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების პირობა 19 აპრილს დაასახელა.

მან თქვა, რომ შეწყალების აქტს გამოსცემს, თუ ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგება – ერთი მხრივ, პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში, მეორე მხრივ კი ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგება”.

შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ქართლმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა, შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება.

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

მოგვიანებით გიორგი რურუას საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე.

რურუამ ბრალი არ აღიარა. ადვოკატების მტკიცებით, მას იარაღი ჩაუდეს.გიორგი რურუა 2020 წლის 8 მარტის შეთანმების საფუძველზეც უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა, მმართველმა გუნდმა ამაზე უარი თქვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button