მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოში 100 000 დოზა ჩინური კოვიდვაქცინა „სინოვაკი“შემოვიდა

საქართველომ 100 000 დოზა ჩინური კოვიდვაქცინა „სინოვაკი“ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი „ფეისბუკზე” ავრცელებს

„ჩინეთის საელჩოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ჰუმანიტარული დახმარების სახით საქართველოს 100 000 დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა და 100 800 ცალი შპრიცი გადმოეცა.
ვაქცინაციისთვის საჭიროა 2 დოზა და ის 21 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა. ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გამოყოფილი ვაქცინა , რომლის ტრანსპორტირებაც საქართველოსთვის უნგრულმა მხარემ განახორციელა, თბილისში ჩამოვიდა”-წერს ზალკალიანი

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია „ფაიზერით“ და „ასტრაზენეკათია“შესაძლებელი

4 მაისიდან 18 წლის ზემოთ ვაქცინაცია ჩინური წარმოების „სინოფარმითაც” დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button