მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გუბერნატორი კაბალელებს აგროდაზღვევის გაკეთებას ურჩევს

ამ წუთებში სტიქიით დაზარალებულ სოფელ კაბალის მოსახლეობას კახეთის გუბერნატორი, ირაკლი შიოშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი ხვდება. ადგილობრივები სტიქიისგან მიყენებულ ზარალზე ჩივიან რეგიონის პირველ პირს დახმარებას სთხოვენ.

ირაკლი შიოშვილი ადგილობრივებთან საუბარში აცხადებს, რომ აუცილებელია თითოეულ ოჯახს, ვისაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები აქვს აგრო დაზღვევა ქონდეს გაკეთებული, რათა სტიქიის შემთხვევაში ზარალის ანაზღაურება სადაზღვევო კომპანიამ განახორციელოს.

აგროდაზღვევა კი მოსახლეობის დიდი ნაწილს კაბალში გაკეთებული არ აქვს.

ამ ეტაპზე უცნობია რა გადაწყვეტილბვას მიიღებს რეგიონის ხელმძღვანელობა და ადგილობრივი ხელისუფლება ზარალის ანზღაურებასთან დაკავშირებით. ჯერ-ჯერობით უცნობია ზარალის ზუსტი ოდენობაც.

შეგახსნებთ, უყურადღებოდ დარჩენილმა სტიქიით დაზარალებულმა კაბალის მოსახლეობამ დღეს გზა გადაკეტა. კაბალელების თქმით, სტიქიამ მთელი წლის მოსავალი გაანადგურა, ისინი
ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ

მოსახლეობა ამბობს, რომ იმ შემთვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა მასობრივ საპროტესტო აქციებს გამართავენ

წაიკითხეთ ასევე:

კაბალში მოსახლეობამ გზა გადაკეტა
ლაგოდეხში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
სტიქიით დაზარალებულები ლაგოდეხის თვითმმართველობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ
ძლიერი წვიმა და სეტყვა ლაგოდეხში

მსგავსი პოსტები

Back to top button