Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“მოხსენი კომენდანტის საათი”-ერთი კაცის აქცია ზუგდიდში გრძელდება

91

“ნუ მატყუებ. მართე პანდემია და მოხსენი კომენდანტის საათი” – ამ ტრანსფარანტით, ზუგდიდში, ერთი კაცის აქცია მესამე დღეა სამხარეო ადმინისტრაციის წინ გრძელდება.

30 აპრილს, როსტომ ზარანდიას კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტი მარიამ სიჭინავა შეუერთდა.

ორივე მათგანი სწორედ კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმეს.

“გუშინ პროტესტის მეორე დღე იყო და მე გუშინდელისთვის დამაჯარიმეს, ის კაცი გუშინწინდელისთვის. სისხლის სამართალი ეკუთვნოდა. ვითხოვე, მეც ისეთივე პრივილეგიით მესარგებლა, თანაბარ მდგომარეობაში ჩავეყენებინეთ და ჩემთვისაც ერთი დღის გამოტოვებით დაეწერათ ჯარიმა.

უცნაურ ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება, გაჯარიმებენ და გიხარია.

კიდევ უფრო უცნაური ისაა, რომ რამე ახალი კი არ გაქვს მოსაპოვებელი, იმისთვის იბრძვი არ წაგართვან, ან მოგცენ რაც ისედაც გეკუთვნის.”,-ამბობს მარიამი რადიო თბილისთან.

ზარანდიამ პროტესტი ორი დღია წინ დაიწყო.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი