Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

დღეიდან “ასტრაზენეკას”მეორე დოზით ასაცრელად რეგისტრაცია იწყება

47

დღეიდან, 5 მაისიდან “ასტრაზენეკას” მეორე დოზით ასაცრელად რეგისტრაცია იწყება. მოქალაქეებს შეუძლიათ, მეორე დოზის გასაკეთებლად ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში დარეგისტრირდნენ.

“ასტრაზენეკას” 43 ათას დოზაზე მეტი ვაქცინა საქართველომ 13 მარტს მიიღო.

შეგახსენებთ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. დღეს ქვეყანაში აცრა სამი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი , „ფაიზერით“, „ასტრაზენეკათი“ და „სინოფარმით“. “სინოფარმს” ამ დრომდე არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული ავტორიზაცია 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი