კრიმინალი

ჟოზე მაურინიო რომას მთავარ მწვრთნელად ინიშნება

იტალიური კლუბის ოფიციალურ ვებ_გვერდზე რომას ადმინისტრაციამ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომავლი სეზონიდან “ჯალორისისის” მთავრი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გახდება.

მოურინო იტალიაში 11 წლის შემდეგ დიდი ამბიციებით ბრუნდება და მადლობას უხდის კლუბის მფლობელ ფრიდკინსების ოჯახს იმისთვის, რომ ის შეამჩნიეს და შესაბამისად დაფასეს.

მოურინიოს მოგებული აქვს თითქმის ყველა ტიტული. სერია A_ში ის 2008_ 2010 წლებში ინტერის დამრიგებელი იყო და კლუბს ორჯერ სკუდეტო, თითოჯერ კი ქვეყნის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

პორტუგალიელი სპეციალისტი ამ დრომდე ინგლისურ ტოტენჰემს ავარჯიშებდა, საიდანაც წარუმეტებელი სეზონის გამო დაითხოვეს. 58 წლის მწვრთნელი ახლა იტალიაში პაოლო ფონსეკას შეცვლის, რომელიც რომაულ კლუბს სეზონის ბოლომდე მოემსახურება. რომას ხელმძღვანელობამ მოურინიოს კონტრაქტი 2024 წლამდე გაუფორმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button