მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველომ დღეს “ასტრაზენეკას”43 000 დოზა მიიღო

საქართველოში დღეს, 6 მაისს, „ასტრაზენეკას“ 43 000 დოზა შემოვიდა. ვაქცინა განკუთვნილია მათთვის, ვისაც ერთჯერადი ვაქცინაცია ამ პრეპარატით უკვე ჩატარებული აქვს.

“ასტრაზენეკას” ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია გუშინ, 5 მაისს, საღამოს 8 საათიდან დაიწყო. მოქალაქეებს „ასტრაზენეკას“ მეორე დოზის გასაკეთებლად დარეგისტრირება ნებისმიერ დაწესებულებაში შეუძლიათ.

დარეგისტრირებული პირების აცრა 10 მაისიდან დაიწყება.

შეგახსენებთ,საქართველოში „ასტრაზენეკას“ პირველი 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა
დღეს ქვეყანაში აცრა სამი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი – „ფაიზერით“, „ასტრაზენეკათი“ და „სინოფარმით“.

„სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button