მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

რა პირობებს სთავაზობს ტიკარაძე ვაქცინაციის პროცესში მედიას

ვაქცინაციის პროცესში მალე მედიის წარმომადგენელთა ჩართვა იგეგმება, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

“მედიასთან დაკავშირებით ჩვენ ასევე გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმა, ამას ცოტა ხნით საიდუმლოდ შევინახავ და შემდეგ კვირას ჯანდაცვის სამინისტროდან დავაანონსებთ თუ რა მიდგომა იქნება. ჩვენ მოგცემთ ფართო შესაძლებლობას ვაქცინის შერჩევისას და ასევე განსაკუთრებულ პირობებსაც, რომ მედიას არ ჰქონდეს შეფერხება რიგში დაყოვნების კომპონენტში,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button