სპორტი

ბორჯღალოსნები ტესტ მატჩებს გეგმავენ

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ჯერ არ არის გამოცხადებული, – საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 17 ივლისს თბილისში შოტლანდიას უმასპინძლებს. გარდა ამისა, ბორჯღალოსნები საფრანგეთის ნაკრებსაც უნდა შეხვდნენ.

მსოფლიოს რაგბის ასოციაიციას საქართველოს რაგბის კავშირისთვის ჯერჯერობით არ მიუცია იმის უფლება, რომ სხვა მეტოქეების შესახებ ინფორმაცია გაავრცელოს.

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის, ბაჩო ხურციძის თქმით, შოტლანდიასთან მატჩამდე ჩვენს ნაკრებს ორი ძალიან კარგი ტესტი აქვს დაგეგმილი.

გულშემატკივარი ამ გუნდების ვინაობას ორშაბათს შეიტყობს.

ხურციძის განცხადებით, ამ ორ, ჯერ უცნობ ნაკრებთან „ბორჯღალოსნები“ სტუმრად ითამაშებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button