კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხში გარდაცვლილი ქალი იპოვეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაში დაკარგული ქალი, გარდაცვლილი იპოვეს. 85 წლის თალიკო მექოშვილს, ახლობლები და ოჯახის წევრები, ათი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

გარდაცვლილის შვილის, ბიძინა პოსოშვილის განმარტებით, მოხუცის ცხედარს სოფელთან ახლოს მიაგნეს.

” ჩვენმა თანასოფლელებმა იპოვეს. ისეთ შეუმჩნეველ ადგილას იყო, შეიძლება იქ ვმოძრაობდით კიდეც და ვერ შევამჩნიეთ. შვილის გარდაცვალების შემდეგ, ავად იყო. ახლა იქ პოლიცია იმყოფება და ცხედართან ჯერ არ მივსულვართ”- განაცხადა პოსოშვილმა.

ხანდაზმული ქალი, სახლიდან 27 აპრილს გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტები იმყოფებიან.

გარდაცვლილის ცხედარს, გურჯაანში, სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროში გადაასვენებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button