ენმ პარლამენტში შესვლის საკითხს სავარაუდოდ კენჭისყრით გადაწყვეტს
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შესვლის საკითხზე კონსულტაციებს იწყებს, პარტიაში შესაძლოა საკითხი კენჭისყრის გზითაც გადაწყდეს, ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს.
“შიგნით საჭიროა კონსულტაციები, საბოლოო ჯამში, კონსენსუსის სახით მივიღებთ გადაწყვეტილებას, მაღალი ალბათობით ჩატარდება კენჭისყრა და ეს გამოავლენს იმ პოზიციას, რომელსაც მივემხრობით”.-განაცხადა მელიამ
“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საპატიმრო 10 მაისს დატოვა.
პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს 9 მაისს მიმართა.
8 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.
შეგახსებნებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პოლიციამ 23 თებერვალს, სპეცოპერაციის შემდეგ დააკავა. პოლიციელები იმ ოთახში, სადაც მელია იმყოფებოდა, ძალადობრივად შეიჭრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი და ენმ-ის თავმჯდომარე ძალის გამოყენებით გაიყვანეს.