მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ნაციონალურმა მოძრაობამ”პარლამენტში მონაწილეობა უნდა მიიღოს-პეტრე ცისკარიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრთა ნაწილი თვლის, რომ პარტიამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს , მათი თქმით, ბოიკოტმა აზრი დაკარგა.

“ჩემი პირადი აზრია, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ”, ჩვენმა ფრაქციამ, რომელიც ყველაზე დიდი ფრაქცია იქნება, მე-10 მოწვევის პარლამენტში მონაწილეობა უნდა მიიღოს, იმიტომ, რომ ახლა ის მოცემულობაა, როდესაც ბოიკოტს აზრი აღარ აქვს. ქვეყნისთვისაც, ამ პარტიისთვისაც და დემოკრატიისთვისაც უკეთესი იქნება, რომ “ნაციონალური მოძრაობა” იქ იყოს,” – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით კი, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა და შესაბამისად კონსულტაციები გრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button