Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში მსვერპლით დასრულდა

169

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. შემთხვევა სოფელ ჩაილურთან მოხდა.

ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი,ოპელის მარკის მანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად, ერთი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, საგარეჯოს სავადმყოფოში გადაიყვანა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი