
ინგლისელმა შემტევმა ჰარი კეინმა, რომელიც ლონდონის “ტოტენჰემის” აღზრდილია, მშობლიური კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.ინფორმაცია ამის შესახებ მან გუნდის ადმინისტრაციას უკვე მიაწოდა.
27 წლის კეინის მომავალ კარიერულ წინსვლას სხვადასხვა კლუბებს უკავშირებენ.ფეხბურთელის სურვილია, საკუთარი თავი გამოსცადოს ისეთ დიდ ინგლისურ გრანდებში, როგორებიცაა: მანჩესტერ_იუნაიტედი, მანჩესტერ_ სიტი და ლონდონის ჩელსი.
კეინს “ტოტენჰემთან” კონტრაწტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული და გუნდის ზელმძღვანელობა მხოლოდ მის სურვილზე არ იქნება დამოკიდებული. მათი მიზანია, კეინის გასხვისება კლუბისთვის მომგებიანი სვლა აღმოჩნდეს.
ფეხბურთელი ტოტენჰემის აკადემიაში 2004 წელს გამოჩნდა და 2013 წლიდან მთავარ გუნდში დაიმკვიდრა ადგილი. ამ დროის მანძილზე ჰარიმ 334 შეხვედრაში 220 გოლის გატანა მოახერხა.