მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი და მზადება 23 მაისის აქციისთვის

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა მასშტაბურ აქციამდე სამი დღით ადრე, აქციის ორგანიზატორები პრობლემის მნივნელობაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ და მხარდამჭერებს და თანამოაზრეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

“კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ 23 მაისს შევიკრიბოთ ორი საათიდან რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქში და მოვემზადოთ გრძელვადიანი ბრძოლისთვის. ბრძოლა იწყება ახლა. ბრძოლა არ დაწყებულა არც 205 დღის წინ არც კიდევ უფრო მანამდე როცა ჩვენ ვიბრძოდით და ამის შესახებ არ იცოდა საზოგადოებამ, ეს ბრძოლა იწყება იქდან, როცა საზოგადოებამ იცის ამის შესახებ. ყველაზე მასშტაბური შეკრება იქნება ალბათ 23 მაისის აქციაზე, აქედან დაიწყება ათვლა ჩვენი ბრძოლისა”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი.

“კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ 23 მაისს შევიკრიბოთ ორი საათიდან რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქში და მოვემზადოთ გრძელვადიანი ბრძოლისთვის. ბრძოლა იწყება ახლა. ბრძოლა არ დაწყებულა არც 205 დღის წინ არც კიდევ უფრო მანამდე როცა ჩვენ ვიბრძოდით და ამის შესახებ არ იცოდა საზოგადოებამ, ეს ბრძოლა იწყება იქდან, როცა საზოგადოებამ იცის ამის შესახებ. ყველაზე მასშტაბური შეკრება იქნება ალბათ 23 მაისის აქციაზე, აქედან დაიწყება ათვლა ჩვენი ბრძოლისა”, – თქვა ვარლამ გოლეთიანმა.

ნამახვანჰესის მოწინააღმდგეთა აქცია თბილისში, 23 მაისს, რესპუბლიკის მოედანზე იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობის მცველები და მათი მხარდამჭერები ხეობაში ნამოხვანჰესის მშენებლობას 205 დღეა აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button