სპორტი

ლივერპულის ლეგენდა სტივენ ჯერარდი დიდების დარბაზშია

ინგლისელმა ფანებმა დიდების დარბაზის მე-7 წევრად ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი და ლივერპულის ლეგენდარული კაპიტანი სტივენ ჯერარდი შეიყვანეს.

ჯერერდმა პრემიერლიგაში კარიერის მანძილზე 504 შეხვედრა ჩაატარა. ის 120 გოლის და 92 საგოლე პასის ავტორია.16 წლიანი მერსისაიდული კარიერის განმავლობაში მან ინგლისის უმაღლესი დივიზიონის მოგება სამწუხაროდ, ვერ შეძლო.

მიუხედავად ამისა, ის ინგლისელი ქომაგებისთვის გამორჩეული და საყვარელი ფეხბურთელია.

გულშემატკივართა ხმების გარეშე პრემიერლიგის დიდების დარბაზში პირდაპირ მხოლოდ ალან შირერი და ტიერი ანრი მოხვდნენ.

შემდეგ კი კენჭისყრით და ფანების მხარდაჭერით ფრენკ ლამპარდი, როი კინი, ერიკ კანტონა, დენის ბერგკამპი და ახლა უკვე სტივენ ჯერარდი დაემატნენ.

შეგახსენებთ, რომ 41 წლის ჯერარდს მეუღლე და 4 შვილი ყავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button