Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

თბილისის დინამოს ახალი მწვრთნელი ეყოლება. კახა ცხადაძე გუნდში ბრუნდება

58

თბილისის „დინამოს’ ხელმძღვანელობამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე გახდება.

როგორც განცხადებაში წერია, ყოფილი თავკაცი გიორგი ნემსაძე სპორტული მენეჯერის პოზიციაზე გადაინაცვლებს; მთავარი მწვრთნელის პოსტს კი კახა ცხადაძე დაიკავებს.

ცხადაძე „დინამოს“ 2005-2006 წლებში წვრთნიდა. მისის ხელმძღვანელობით კლუბმა ეროვნული ლიგა და სუპერთასი მოიგო.

ქართველი სპეციალისტი ამ დრომდე წვრთნიდა ბოლნისის „სიონს“, საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებს, ბაქოს „სტანდარს“, ყაზახურ „ქაირათს“ და „ორდაბასს“.

2015-2016 წლებში კი ის საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი იყო.

რაც შეეხება თბილისის „დინამოს“ ახლანდელ სატურნირო მდგომარეობას, მას 15 ტურში 31 ქულა აქვს დაგროვილი და ბათუმთან ერთად ჩემპიონატის ლიდერობას ინარჩუნებს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი