მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“გახარიას პარტიას არ აფინანსებს კეზერაშვილი და არც ჩხარტიშვილი”

პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გახარიას პარტიას კეზერაშვილი აფინანსებს, ტყუილს უწოდებს.

” ნაცები გვაბრალებენ, რომ ჩხარტიშვილი გვაფინანსებს, ქართული ოცნება გვაბრალებს, რომ კეზერაშვილი გვაფინანსებს. ეს ყველაფერი არის სასაცილო და ტყუილი.ერთადერთი სამწუხარო არის ის, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება ამ ფეიკ ნიუსებს ავრცელებს” – ამის შესახებ ანა ბუჩუკურმა, გიორგი გახარიას გუნდის ერთ-ერთმა წევრმა რადიო ჰერეთს აცნობა.

მისივე თქმით, ფინანსები იქნება ღია, როცა პარტია დაფუძნდება.

“ფინანსები იქნება ღია, როდესაც პარტია დაფუძნდება, ამას კანონმდებლობა ითხოვს ჩვენგან და ყველა შეძლებს ამის ნახვას, მაგრამ როგორც გითხარით, ახლა კეზერაშვილზე სასაცილოა უბრალოდ.” – განაცხადა ბუჩუკურმა.

წაიკითხეთ ასევე:

გიორგი გახარია პარტიის პრეზენტაციას 29 მაისს გამართავს

მსგავსი პოსტები

Back to top button