მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ენერგოომბუდსმენი გაზის ტარიფის ზრდას ეხმაურება

ენერგოომბუდსმენი ბუნებრივი ტარიფის ზრდას ეხმაურება. სალომე ვარდიაშვილი იმედს გამოთქვამს,რომ სახელმწიფო განაგრძობს გარკვეული მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებას იმისთვის, რომ მოსახლეობაზე დამატებითი ხარჯები ნაკლებად აისახოს.

“მოსალოდნელი იყო, რომ “თბილისი ენერჯი” წარმოადგენდა მოთხოვნას ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით, ვინაიდან დღევანდელი ცვლილება არის შესყიდვის კომპონენტზე და შემდგომ განაწილების კომპონენტთან დაკავშირებული, რაც პირდაპირ კავშირშია მომხმარებლის ინტერესებზეც, ვინაიდან, აქ სამომხმარებლო ტარიფის ფასი იცვლება, თან შეიცვალა სერიოზულად, დაახლოებით 8 თეთრიანი კორექტირება განიცადა ზრდის თვალსაზრისით.

შესაბამისად, ჩვენ პირველ რიგში შევამოწმეთ სამართლებრივი საფუძვლები, რაც სრულად წესრიგში იყო და აგრეთვე მარეგულირებელ კომისიაში არ დარღვეულა საჯაროობის პრინციპი. ნებისმიერი კორექტირება ზრდის თვალსაზრისით გამოიწვევს მომხმარებლის სოციალურ-ეკონომიკური ფონის გაუარესებას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კუთხით იქნება ის სოციალური პროექტები თუ პროგრამები, რასაც ამ მთელი პანდემიური პერიოდის განმავლობაში ახორციელებდა სახელმწიფო,” – განაცხადა ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისში გაზი 8 თეთრით გაძვირდა. გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ დღეს, 27 მაისს მიიღო. განახლებული ტარიფით საფასურის გადახდა მოქალაქეებს 1 ივნისიდან მოუწევთ.

კომპანია “თბილისი ენერჯის” განცხადებით, კომპანია გაზს 34 თეთრად ყიდულობს და 26 თეთრად ყიდის,რაც ლარის კურსის ცვლილებითა გამოწვეული, ამის გამო კომპანიას 20 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს.
ამ დრომდე 1 კუბურ მეტრი გაზის ფასი 46,1 თეთრი იყო, 1 ივნისიდან კი ფასი 7,8 თეთრით 54 თეთრამდე იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მოხმარებულ 100 კუბურ მეტრ გაზზე 8 ლარით გაიზარდა ფასი.
ახალი ტარიფი 2023 წლის პირველ იანვრამდე იქნება ძალაში.

გაზის ახალი ტარიფი ძალაში 2021 წლის 1-ლი ივნისიდან შევა და 2023 წლის იანვრამდე იმოქმედებს

მსგავსი პოსტები

Back to top button