მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
7 მგზავრი დაშავდა ლაგოდეხში საწვავმზიდთან შეჯახების შედეგად

შვიდი მგზავრი, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
შემთხვევა ლაგოდეხი-ყვარლის ცენტრალურ გზაზე, წუხელ მოხდა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით,მსუბუქი ავტომობილი სასწვავმზიდ მანქანას დაეჯახა.
ძლიერი შეჯახების შედეგად, შვიდმა მგზავრმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე პოლიცია ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.