Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს მოუგო

44

წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრაში, სადაც საქართველოს ნაკრები რუმინეთს სტუმრობდა, _ სანიოლის შეგირდებმა გამარჯვება იზეიმეს.

ფრაგი სპეციალისტისთვის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ეს პირველი გამარჯვებაა. პირველია ასევე ქვეყნების ურთიერთშეხვედრების ბალანსში, რადგან წინა 7 შეხვედრიდან ამ დრომდე ქართველებს 1 ფრე და 6 მარცხი ქონდათ.

მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, თუმცა 42_ ე წუთზე რუმინეთი კაცნაკლული დარჩა, ბერძენმა არბიტრმა ჩაბრაძესთან უხეშობისთვის ფლორინ ტანასე მოედნიდან გააძევა. შეხვედრის მეორე ნახევარში, 61_ე წუთზე მიქაუტაძემ, რომელმაც სულ ახლახან მიიღო საქართველოს მოქალაქეობა, ნაკრებში თავისი პირველი გოლი გაიტანა. სულ მალევე, 64_ე წუთზე მატჩის მთავარმა მსაჯმა მასპინძელთა საჯარიმოში არასპორტული საქციელისთვის საბა კვირკველია დააჯარიმა.

ეს მისთვის მეორე გაფრთხილება აღმოჩნდა და ქართველმა ფეხბურთელმა მოედანი დატოვა. არბიტრმა 11 მეტრიანი დანიშნა, რაც რეზვან მარინიმ ვერ გამოიყენა და ბურთი კარს ააცილა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გააქტიურება სანიოლის მიერ სწორედ გათვლილ ცვლილებებს მოყვა. 71_ე წითზე, ასევე შეცვლაზე შემოსულმა გიორგი აბურჯანიამ რუმინელთა კარში მეორე გოლი გაიტანა.

ეს გოლიც სადებიუტო იყო აბურჯანიასთვის. 10_10 კაცით მებრძოლმა გუნდებმა დაძაბული და საინტერესო თამაში აჩვენეს. 78_ ე წუთზე ივანმა შეძლო და ლაზარე კუპატაძის კარში ახლო მანძილიდან დარტმის შედეგად ანგარიშის სხვაობა შეამცირა. აქვე აღვნიშნავთ, რომ შეხვედრა ტრავმის გამო ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გამოტოვა. მომდევნო ამხანაგურ მატჩს საქართველოს ნაკრები 6 ივნისს, ასევე გასვლაზე, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი