მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

სალიბაურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, შემთხვევის გამომწვევი მიზეზი კი, დადგენილი არ არის.

თვითმხილველის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური, თუმცა „სახლი ხის ფიცრული, დაახლოებით, 55 კვადრატული მეტრი ზომის იყო და სწრაფად დაიწვა“.

ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის ინფორმაციით, ოჯახს მერია საცხოვრებელს დაუქირავებს ან „ქირის თანხას გადავუხდით, ვიდრე დავეხმარებით“. – განაცხადა მერმა.

წყარო: “ბათუმელები”

მსგავსი პოსტები

Back to top button