მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას საქართველო ამერიკისგან საჩუქრად მიიღებს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/09/ველისციხე-კორონა.jpg)
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას ამერიკა საქართველოს საჩუქრად გადასცემს. რომელი მწარმოებლის ვაქცინას მიიღებს საქართველო და რა რაოდენობით, ჯერჯერობით უცნობია.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “კოვიდ-19”-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციისთვის განკუთვნილ 25 მილიონ დოზას ივნისის ბოლოს გაანაწილებს.
აქედან 6 მილიონი დოზა რეგიონულ პრიორიტეტებსა და პარტნიორ მიმღებ ქვეყნებზეა გათვლილი, მათ შორისაა საქართველო, კანადა, უკრაინა და სხვა სახელმწიფოები.