Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მადრიდის „რეალი“ ივან შარანიჩის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს იხდის

22

მსოფლიო სატრანსფერო ბაზარზე, გრანდების ყურადღების ცენტრში 18 წლის ხორვატი ივან შარანიჩი მოექცა.

ნახევარმცველი, ზაგრების „დინამოს“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს და 13 გოლით კლუბის ბომბარდირია.

ხორვატული პრესის ინფორმაციით, ესპანურმა სამეფო კლუბმა ზაგრების „დინამოს“ შარანიჩის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო შესთავაზა.

ფეხბურთელის უპირატესობა იმითაც გამოიხატება, რომ ნახევარმცველის პოზიციაზე მოთამაშე შარანიჩი ცეტრშიც და ფლანგებზეც ერთნაირად აქტიური და შემტევია.

რეალის გარდა, ახალგაზრდა ხორვატის შეძენის სურვილს კატალონიური ბარსელონაც გამოთქვამს. მიუხედავად ამისა,

ამ დროისთვის ზაგრების ხელმძღვანელობა ივანის გაყიდვას არ გეგმავს და მას ლოვრო მაიერის შემცვლელად მიიჩნევენ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი