ზუგდიდის საავადმყოფოში ინტოქსიკაციით შეყვანილი 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებული 35 წლამდე ასაკის რვა ახალგზარდა, რომლებსაც ჯერ-ჯერობით დაუდგენელი ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებათ, ორის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც ჟურნალისტებს გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსმა მაია ესებუამ განუცხადა, ორივე პაციენტი მართვით სუნთქაზეა გადაყვანილი.
ექიმის განმარტებით 8 პაციენტიდან სწორედ ეს 2 თვითდინებით არის შეყვანილი, უცნობი პირების მიერ, უგონო მდგომარეობაში. დანარჩენი ექვსი ახალგაზრდა მიყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ. აქედან 4 დღეს დილით გაეწერა.
“ექვსივე პაციენტს აღენიშნება ერთნაირი სიმპტომები. გაფართოებული გუგები, არიან დეზორიენტირებულები, აღენიშნებათ გულისრევა-ღებინება, არიან უმართავები.
ყველა პაციენტი კონსულტირებულია ტოქსიკოლოგის მიერ. ძირითადად ეს არის დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებების ტოქსიური ენტერტი. ასაკი 18-35 წლამდე.
რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა არის ჯერ-ჯერობით მძიმე”, – განაცხადა გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსმა.