მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ფილიპ რიკერი საქართველოში მედიის პრობლემებს გაეცნო

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერიმა მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საქართველოში არსებული მედიაგარემოზე ისაუბრა. განიხილეს ჟურნალისტებზე ძალადობისა საქმეები.

“მოისმინეს მედიის პრობლემები, რაზედაც კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის, არაერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ იზრუნოს და გადაჭრას. მათ შორის არის ჟურნალისტებისა და მედიაორგანიზაციების დამოუკიდებლობა, სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა.

ცხადია არის ის, რომ გამოძიებული იყოს ის დანაშაულები, რაც ჟურნალისტების წინააღმდეგ მოხდა და ხდება ჩვენ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, არის, მარეგულირებელი კომისია, რომელიც მედიის თავისუფლების საკითხებში მნიშვნელოვანი აქტორია.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის მოსაზრებები, რომლებიც შეხვედრაზე გაიცვალა დადებითად აისახება მედიის მდგომარეობაზეც”,-აღნიშნეს შეხვედრის დასრულების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

ფილიპ რიკერი მესამე სექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებს შეხვდება.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button