მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
საქართველოში კორონავირუსის დღიური 695 შემთხვევაა
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 695 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 797 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 352 649
გამოჯანმრთელებულია – 337 820
გარდაცვლილია – 5 012
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 37 842 , მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 931, PCR ტესტით – 13 911
მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 175 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 159 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,7 მილიონზე მეტი.