მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“რა ხდება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში?”-აქტივისტების პერფორმანსი პარლამენტში

“რა ხდება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში?” – ამ წარწერების მქონე ფურცლები საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს სხდომის მიმდინარეობისას აქტივისტებმა თავზე დააყარეს.

სხდომა რამდენიმე წუთით შეწყდა. აქტივისტების პერფორმანსს მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი გამოეხმაურა.

“რა უცნაური პერფორმანსი იყო”, – განაცხადა ვოლსკიმ.

აქტივისტებმა 13 ივნისს, 17:00 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან გასამართი აქცია დააანონსეს.

აქტივისტები დაცვამ დარბაზიდან გაიყვანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button