მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

იუსტიციის საბჭომ უვადო მოსამართლეობის 9 კანდიდატს მხარი დაუჭირა

უვადოდ გასამწესებლად 9-ვე მოსამართლის კანდიდატურას ხმათა უმარვლესობით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხარი დაუჭირა.

პროტესტის ნიშნად, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო საბჭოს არამოსამრთლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა

დღეს, 17 ივნისს იგეგმება 100 მოსამართლის დანიშვნა, წარდგენა და გადაყვანა: 9 – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენა, 88 – ქვედა ინსტანციაში დანიშვნა, 8 – ქვედა ინსტანციაში გადაყვანა.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს პროცესი – მათი თქმით, მოსამართლეთა დანიშვნით ქართული ოცნება წინააღმდეგობაში მოდის შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტთან.

მსგავსი პოსტები

Back to top button