მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

აქცია ლაგოდეხში-ფერმერები მოსავლის რეალიზაციაში დახმარებას ითხოვენ

ლაგოდეხი-ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, ფერმერები აქციას ატარებენ. ადგილობრივებმა, რომლებსაც საზამთროს და ნესვის ბაღები აქვთ, გზა გადაკეტეს. ისინი საკუთარი მოსავლის რეალიზაციაში დახმარებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ ასეულობით ტონა საზამთროსა და ნესვის მოსავალი მოიყვანეს და რეალიზებას ვერ ახდენენ.

“ჩვენს პროდუქციას სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ხილი უწევს კონკურენციას, რომელიც ადგილობრივზე გაცილებით იაფია, ამიტომ მათ წლევანდელი მოსავალი ფაქტობრივად არ გაგვიყიდია. მთავრობამ ადგილობრივი წარმოებას პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს და რეალიზაციაში დაგვეხმაროს” – განაცხადა აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ.

დღევანდელი მდგომარეობით, ადგილობრივი წარმოების საზამთროს საბითუმო ფასი, 30, ხოლო ნესვის ,50 თეთრია.

მსგავსი პოსტები

Back to top button