მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
რომელი შეზღუდვა რჩება ძალაში
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/05/kafeebi-gia-sivrceshi.jpg)
1-ლი ივლისიდან კომენდანტის საათის მოხსნის მიუხედავად რესტორნები და კაფე-ბარები, ასევე კლუბები და გასართობი ცენტრები 24 საათამდე იმუშავაბენ.ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
ღამის საათებში გაადადგილებაზე შეზღუდვა 1-ლი ივლისიდან მოიხსნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა 2020 წლის 9 ნოემბრიდან მოქმედებს მოქალაქეებს 23:00 საათიდან 04:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება აკრძალული ჰქონდათ.
წესის დარღვევისთვის 2000 ლარიანი ჯარიმა იყო გათვალისწინებული.