კულტურამნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ფილიპ კირკოროვი უკრაინამ ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშად გამოაცხადა

რუსული ესტრადის მომღერალი ფილიპ კირკოროვი უკრაინამ იმ პირების ჩამონათვალში შეიყვანა, რომლებიც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

ამის შესახებ ინფორმაცია, უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. გადაწყვეტილება უკრაინის უშიშროების სამსახურმა მიიღო.

ფილიპ კირკოროვი ასევე, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლს რუსეთის ტერიტორიად მიიჩნევს და ყირიმის ნახევარკუნძულზე უკანონოდ იმყოფებოდა. ანექსირებულ ყირიმში გასტროლის გამო, ფილიპ კირკოროვი არასასურველ პირთა სიაში ჰყავს ლიეტუვასაც.

ცნობისთის, უკრაინაში აკრძალულია იმ სატელევიზიო პროგრამებისა და ფილმების ჩვენება, რომლებშიც „შავ სიაში“ მყოფი პირები მონაწილეობენ. ამჟამად ამ სიაში 201 პირია.

მსგავსი პოსტები

Back to top button