Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

რა სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ბიზნესმენებს

47

რუს ბიზნესმენებსა და კომპანიებს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკსიმ სანქციები დაუწესა.

მათ შორის არიან „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ალექსეი მილერი, ბიზნესმენები ოლეგ დერიპასკა, ანდრეი კოსტინი, იგორ, არკადი და რომან როტენბერგები.

ამ სიაში მოხვედრილ პირებს ეკრძალებათ უკრაინიდან თანხის გატანა. დაბლოკილია უკრაინიაში განთავსებული მათი აქტივებიც. ყველაფერთან ერთად, აღნიშნულ პირებს ეკრძალებათ უკრაინაში შესვლა.

სანქციები სულ 698 რუსულ კომპანიას დაუწესდა. სასანქციო სიაში ასევე მოხვდნენ: „სბერბანკი“, „ვტბ“, „გაზპრომბანკი“ და ა.შ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი