მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში-არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, წნორი-დედოფლისწყაროს დამაკავშირებელ გზაზე, ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.
შეჯახების შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, წნორის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა. ექიმის განმარტებით,ამ დროისათვის ორივე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილზე პოლიცა და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.