მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მოსამართლეების დანიშვნის საკითხს პარლამენტი დღეს ბიუროზე განიხილავს

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის საკითხს პარლამენტში ბიუროს სხდომაზე განიხილავენ. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ პარლამენტი ვალდებულია, შეაჩეროს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, როგორც ეს გათვალისწინებულია 19 აპრილის შეთანხმებით.

უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხარი დაუჭირა .

მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button