მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ახალგორელი აქტივისტი ირაკლი ღარიბაშვილთან საუბარს ითხოვს

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს .

მეარაყიშვილი ფეისბუკზე წერს, რომ სამოქალაქო აქტივიზმის გამო, 4 წელია იდევნება და დე ფაქტო პრეზიდენტ ბიბილოვის სურვილით, ფორმალურად ბრალდებულია სისხლის სამართლის 3 საქმეზე
მეარაყიშვილის თქმით საქართველოს ხელისუფლება მისი პრობლემის წამოწევას ერიდება

სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება მისი პრობლემით არ დაინტერესდება, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს.

“საქართველოს ხელისუფლება ერიდება ჩემი პრობლემის წამოწევას. თუ ჩემზე საუბრობს არის ფორმალური ხასიათის და თავადაც კარგად იციან, რომ მე ეს ვერ დამეხმარება მდგომარეობის შემსუბუქებაში.
ვითხოვ- საუბარს პრემიერ- მინისტრ ღარიბაშვილთან. მსურდა შერიგების მინისტრ თეა ახვლედიანთან, თუმცა ერთ წელში მას ამისთვის დრო არ აღმოაჩნდა- ყოველ ჯერზე უარი მივიღე. ვთხოვ, ერთ კვირაში გამონახოს დრო რომ გავესაუბრო ჩემი პრობლემების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავ პროტესტის უკიდურეს ფორმას”, – წერს მეარაყიშვილი.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის სისხლისსამართლებრივი დევნა 2017 წელს დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button