მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
აქცია ხობში-მოსახლეობა ხელისუფლებას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ ქვემო ნოჯიხევში ადგილობრივებმა აქცია გამართეს. მათ სოფელში რამდენიმე დღის წინ დაგებული ასფალტის ხარისხი გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა არამიზნობრივად გაიხარჯა.
ისინი ამბობენ, რომ გზა უკვე იშლება, სოფლის ნახევარ გზაზე კი ასფალტის დაგება, არაერთი თხოვნის მიუხედავად, არ მოხერხდა.
სოფლის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას რეაგირებას სთხოვენ. ადგილობრივი ხელისუფლება ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.