სპორტი
გიორგი ჩაკვეტაძე ფორმას იბრუნებს. გენტმა ის ტრაპზონსპორში არ გაუშვა

ბელგიური გენტის ნახევარმცველმა გიორგი ჩკვეტაძემ ტრავმა მოიშუშა და კლუბში გამოჩნდა.
„ჩაკვეტაძე წლების განმავლობაში ტრავმებმა გააწამა, თუმცა გარკვეული პრობლემების მიუხედავად, როგორც ჩანს ის დაბრუნდა და იმედი მაქვს მის გამოყენებას პროდუქტიულად შევძლებ.ჩაკვე ბელგიაში დარჩება, ჩვენ ტრაპზონსპორს მასთნ კონტრაქტზე უარს ვეუბნებით “ – აღნიშნა გენტის მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა.
შეგახსენებთ, რომ ტრავმების გამო გიორგი ჩაკვეტაძემ გენტში 2019/2020 წლების სეზონში მსოლოდ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 2020/2021 წლების სეზონში კი სულ 4 თამაში ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ ახლად ტრავმამოშუშებულმა გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიურ კლუბთან ერთად მომავალი სეზონისთვის დაიწყო მზადება და 2 ამხანაგურ მატჩში ითამაშა.