![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/07/ერაყი.jpg)
ერაყში სამხედრო ავიაბაზაზე 14 რაკეტა ისროლეს, რა დროსაც 2 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა.
განხორციელდა საპასუხო შეტევაც, თუმცა ამ დრომდე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას არცერთი დაჯგუფება არ იღებს. ერაყის თავდაცვის უწყებაში ინციდენტს ტერორისტულ აქტად აფასებენ.
დაშავებულ ჯარისკაცებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.