მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ბაკურციხე-თელავი-ახმეტის 15 კილომეტრიანი შემოვლითი გზა გაიხსნა

ბაკურციხე- თელავი- ახმეტის 15 კილომეტრიანი შემოვლითი გზა გაიხსნა. გზის ოფიციალურ გახსნას პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე ესწრებოდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის გარდა, კახეთში რამდენიმე მილიონიანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.

“ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება ევროპული ტიპის ახალი ცენტრები, მათ შორის გურჯაანში. ეს სამუშაოები დაიწყება უახლოეს ორ კვირაში. ჯამში 500 მილიონი დაიხარჯება და ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა თანამედროვე, ევროპული ტიპის ცენტრები.

ურბანული განახლების პროექტები მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და ჩვენ ყველა სოფელში უნდა ჩავიტანოთ ახალი აღმშენებლობა და ახალი სტანდარტი, რაც არის ევროპული სტანდარტი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მედიისათვის ცალკე, პრემიერ-მინისტრმა კომენტარი არ გააკეთა.

ბაკურციხე-თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთი საერთაშორისო მნიშვნელობის გზას თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზასთან აკავშირებს. ახალი გზის საშუალებით, გურჯაანი-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე, ქალაქ გურჯაანსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში მოხვედრა აღარ მოუწევს. ახალი გზა ანახევრებს მგზავრობის დროსაც.

გურჯაანის შემოვლითი გზის პროექტი, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 38 მილიონი ლარი შეადგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button